საქართველო განვითარებადი სახელმწიფოა და მსოფლიო ასპარეზზე, მისი წარმოჩენა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებით, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების გვერდით, როგორიც არაერთი მაღალ-განვითარებული ქვეყანაა, არცთუ ადვილია, თუმცაღა, იმ საუკეთესო სამედიცინო ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რომელიც გააჩნია ჩვენს ერს, რაც ჯერ კიდევ, ძვ. წ. XIV-XIII საუკუნის დროინდელი სამკურნალო ტრადიციების შესახებ არსებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ აღარაფერი ითქვას იმ დღევანდელობის აუცილებელ გამოწვევებზე, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას ავალდებულებს, განივითაროს მედიცინის სფერო, მისივე სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, ჩვენ ვთვლით, რომ, არათუ მხოლოდ ქვეყნის მმართველი ძალის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალია, შეძლებისდაგვარად, მიიღოს მონაწილეობა და შეუწყოს ხელი სამედიცინო სფეროს განვითარებას.
სწორედ ზემოთხსენებული იდეის ინსპირირებითა და ქართული მედიცინის წინსვლისათვის, სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალი „თერაპია საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ადამიანის ინსტიტუტი” წარმოგიდგენთ პრემიას „ღირსების გზა“ – მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის დარგში. ჟურნალისა და ინსტიტუტის დამაარსებელი და იდეის ავტორია უკრაინაში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ბ-ნ ბესიკ შამუგია – დამსახურებული პროფესორი მედიცინის დარგში, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.