კანდიდატურის წარდგენის წესი

საპრიზო კონკურსში, შესაძლოა, ნომინირდეს ახალგაზრდა ექიმი, რომლის პირადი და პროფესიონალური საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები შეესაბამება კონკურსის პირობებს და ზოგადად, მისთვის დამახასიათებელია:

1. სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის სურვილი, როგორც პიროვნული

2. ცოდნის გაღრმავებისკენ მისწრაფება პროფესიულ საქმიანობასა და ცხოვრებაში.

3. მზაობა პროფესიულ საქმიანობაში პასუხისმგებლობის აღებისადმი

4. პაციენტებთან გრძელვადიანი, ნდობით არჭურვილი ურთიერტობის დამყარების

5. პაციენტების მკურნალობისას ჰოლისტური მეთოდის გამოყენება

6. ჯანმრთელობის საქმეში ვოლუნტარული ქმედების უნარი და სურვილი

7. გრძელვადიან  შედეგზე ორიენტირებულობა,  ადამიანის ჭეშმარიტად განკურნების

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და ექიმთა კოლექტივსებს. შესაძლებელია კონკურსში კანდიდატურაზე საკუთარი თავის წარდგენაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე სააპლიკაციო ფორმების ველში.

აპლიკანტის წარდგენის შესახებ მასალები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე premia@therapia.ge გაგზავნის სათაურში უნდა მიეთითოს პრემია – „ღირსების გზა 2018“. პრემიის მაძიებელთა შესახებ მასალების მოწოდების საბოლოო ვადაა 1 ნოემბერი 2018წ. გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 1 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში.

    სამედიცინო პრემია „ღირსების გზის" სააპლიკაციო ფორმა

    კანდიდატის წარდგენა

    გთხოვთ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი

    ინფორმაცია წარმდგენის შესახებ

    გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

    სამედიცინო პრმია პრემიაზე „ღირსების გზა“ კანდიდატის წარდგენის შესახებ

    ვერბალური ინფორმაცია პრემიაზე წარსადგენი კანდიდატის შესახებ

    გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

    მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის დარგში პრემიაზე „ღირსების გზა“ კანდიდატის წარდგენის შესახებ

    დამატებითი ინფორმაცია

    მედიცინის დარგში პრემიის „ღირსების გზა“ მაძიებლის ესსე

    1. როგორც ექიმი, თვლით თუ არა, რომ იღწვით ადამიანის ჯანმრთელობისათვის? რა გარწმუნებთ ამაში?
    2. კონკრეტულად რაში გამოიხატება პროფესიული და ცხოვრებისეული ცოდნის გაღრმავებისაკენ მიმართული, თქვენი პიროვნული მისწრაფებები? -გაგვიზიარეთ!
    3. როგორ ვლინდება თქვენი დამოუკიდებლობა ღირებული პროფესიული გამოცდილების შეძენის პროცესში? თქვენ თავად როგორ გესმით ეს?
    4. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ექიმისათვის, იყო დამოუკიდებელი ადამიანი? რაში და როგორ გსურთ გამოიხატოს თქვენი თავისუფლება სამედიცინო საქმიანობაში?
    5. ახერხებთ თუ არა ჩამოაყალიბოთ პაციენტთან ნდობით გამსჭვალული ურთიერთობა? რა გეხმარებათ ამაში?
    6. შეგიძლიათ, თუ არა მოიყვანოთ მაგალითი, როდესაც მიგიღიათ ძლიერი დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეთ?
    7. თქვენი კლინიკური საქმიანობისას როგორ ვლინდება ჰოლისტური მიდგომა პაციენტისადმი? (მარტივი სიტყვებით ახსენით, როგორ გესმით ეს საკითხი).
    8. თვლით თუ არა თქვენს თავს მოხალისედ ჯანმრთელობის საქმეში? თუ კი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
    9. რას მოიაზრებთ ადამიანის ჭეშმარიტ განკურნებაში? რას ნიშნავს ექიმისათვის იმუშაოს გრძელვადიანი შედეგისათვის? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და შეეცადეთ მოიყვანოთ მაგალითი.
    10. შეეცადეთ განაზოგადოდ და დაარწმუნოთ ექსპერტები, რომ სწორედ თქვენ იმსახურებთ პრემიას „ღირსების გზა“!

    ესსეს მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვერდისა.

    გისურვებთ წარმატებებს!