სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი “Therapia საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ადამიანის ინსტიტუტი” აცხადებს საკონკურსო პრემიას ახალგაზრდა ექიმებისათვის: “ღირსების გზა“, რომელიც წარმოადგენს ქართული მედიცინისა და ჯანმრთელობის დარგში მოღვაწე ახალგაზრდა ექიმთა მისწრაფებებისა და დამსახურებების აღიარებას, მათ წახალისებასა და ხელშეწყობას საექიმოს ოსტატობის დაუფლების გზაზე. პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა შემოქმედებით განვითარებას, მოახდინოს ინოვაციური პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, შემდგომი სამედიცინო საქმიანობის წინსვლისთვის, რათა ადამიანის განკურნება იქცეს მოწოდებად. პრემია მიენიჭებათ ახალგაზრდა ექიმებს 40 წლის ასაკამდე, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სამედიცინო განათლება და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის სტაჟი არანკლები 5 წლისა. პრემია შედგება ფულადი ჯილდოსაგან, წარჩინების ნიშნისა და დიპლომისაგან. პრემიის გრადაციებია: პირველი პრემია – 3000 ლარი; მეორე – 2000 ლარი; მესამე – 1000 ლარი. კონკურსის ათამდე მონაწილისათვის, შესაძლოა, დამატებით გამოიყოს ჯილდო, წამახალისებელი პრიზებისა და სერტიფიკატების სახით, პიროვნებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. პრემიის კანდიდატთა შერჩევას განახორციელებს კომპეტენტური და მიუკერძოებული კომისია, რომელიც ჭეშმარიტად ღირსეულ ექიმებში პრემიის ლაურიატებს გამოავლენს და წარუდგენს ფართო საზოგადოებას. დაჯილდეობის ცერემონია გაიმართება თბილისში 2018 წლის 1-ელ დეკემბერს საზეიმო ვითარებაში, თუმცა, ღონისძიება, არსობრივად, მხოლოდ დასკვნით დაჯილდოების ცერემონიას არ გულისხმობს, არამედ 2018 წლის მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური სოციალური კამპანიის თანხლებით წარმართულ მთელ რიგ ურთიერთობებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, საჯარო დაწესებულებებთან, ბიზნეს ოპერატორებთან და ა.შ. სრულიად საქართველოს მოსახლეობის ჩათვლითა და საინფორმაციო, მედია საშუალებების ჩართულობით, ასევე, რომელთა მხარდაჭერითაც გაშუქდება გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი.