ღირსების გზის პარტნიორები

ბესიკ შამუგია

სამედიცინო პრემია “ღირსების გზის” დამფუძნებელი

ძვირფასო მკითხველო, პატივცემულო კოლეგებო!

მსურს მოგესალმოთ და გაგაცნოთ ჩემი სურვილები და ამოცანები პრემიის – “ღირსები გზის“ შესახებ. პრემია მხოლოდ პრემია როდია, როდესაც ჩვენს ქვეყანას და ზოგადად მსოფლიოში ჩვენი პროფესია უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, სირთულეები, ამოცანები და მიდგომები – პირდაპირ გადის ჩვენს პროფესიულ გზაზე და ზოგჯერ წარმოქმნის სირთულეს, ზოგჯერ კი პირიქით გვაძლევს მოტივაციას, ავიმაღლოთ ჩვენი კვალიფიციური მიდგომები კონკრეტული პროფესიული მიმართულებებისადმი.

სრულად

ჩვენ ახალგაზრდა ექიმებში არაორდინალურ პიროვნებებს ვეძებთ! ჩვენ ტალანტები გვჭირდება!

პრემიის შესახებ

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი “Therapia საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ადამიანის ინსტიტუტი” აცხადებს საკონკურსო პრემიას ახალგაზრდა ექიმებისათვის: “ღირსების გზა“, რომელიც წარმოადგენს ქართული მედიცინისა და ჯანმრთელობის დარგში მოღვაწე ახალგაზრდა ექიმთა მისწრაფებებისა და დამსახურებების აღიარებას, მათ წახალისებასა და ხელშეწყობას საექიმოს ოსტატობის დაუფლების გზაზე.

სრულად

ღირსების გზა 2018 წლის I პრემიის მფლობელი

არჩილ წულაძე

ექიმი- ოტორინოლარინგოლოგი (ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკია, ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი)

„მსურს ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების იმ დონეს, სადაც მეცნიერება და მედიცინა კარგად დაფინანსებული და შესაბამისად თანამედროვე და წარმატებული იქნება. სადაც პაციენტს ძლიერ კლინიკებში მომუშავე ძლიერი გუნდი დახვდება“

ღირსების გზა 2018-ის II და III პრემიის ლაურეატები

ნინო ლომიძე
ნინო ლომიძეალერგოლოგ-იმუნოლოგი
(ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი)
„ადამიანის ჯანმრთელობისკენ სწრაფვა ექიმის ვალდებულებაა. მეც ვცდილობ თავი არ დავზოგო და პროფესიულად მაქსიმალურად დავეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს, ამის რწმენას კარგად მყოფი პაციენტების მადლიერი სახეები მაძლევენ“
ნინო სირაძე
ნინო სირაძეექიმი- პედიატრი
(მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი)
„პაციენტთან პირველი კონტაქტისთანავე იწყება პროფესიული დამოუკიდებლობა. ანამნეზის შეკრებიდან იწყება უხილავი ძაფი, რასაც პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა ჰქვია. ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ნდობაზე, სიყვარულზე, პასუხისმგებლობაზე. თითოეულ პაციენტს თავისი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ის ჩვენი პაციენტია. ის ჩვენ უნდა გადავარჩიოთ“

ნომინანტები

საქართველოს ახალგაზრდა ექიმების ტოპ ათეული 2019

თამარ ცხომელიძე
თამარ ცხომელიძეექიმი მეან-გინეკოლოგი
(კლინიკა ახალი სიცოცხლე – ანტენატალური მიმართლების ხელმძღვანელი)

ექიმი მეან-გინეკოლოგი (კლინიკა ახალი სიცოცხლე – ანტენატალური მიმართლების ხელმძღვანელი)

„ჭეშმარიტი განკურნება დასახული შედეგის მიღწევაა. ზოგჯერ შედეგამდე გრძელი და სანერვიულო გზის გავლაც გვიწევს. მთავარია გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად არ შეგვეპაროს ეჭვი ჩვენ პროფესიონალურ დამოუკიდებლობაში. ბოლომდე ვიბრძოლოთ და არ დავკარგოთ პაციენტის ნდობა.“

თეონა შათირიშვილი
თეონა შათირიშვილი
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ექიმი
„ყველასთვის ცნობილია, რომ მედიცინა – ეს არის პანდორას ყუთი, აქ არ არსებობს ამოუწურავი ცოდნა, შესაბამისად ჩემი სურვილია მივიღო პასუხი მაქსიმალურად ბევრ კითხვაზე და მივაღწიო სრულყოფას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, რათა მთელი ჩემი რესურსი მოვახმარო პაციენტების გამოჯანმრთელებასა და მათ კეთილდღეობას, ვუერთგულო ჰიპოკრატეს ფიცს.“
მადონა დევიძე
მადონა დევიძეალერგოლოგ-იმუნოლოგი
(ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი)
„მედიცინა ყველაზე ჰუმანური დარგია და შეუძლებელია ემსახურო ამ დარგს „ვოლონტიორობის“ გარეშე. პაციენტს არასდროს არ მივუთითებ საათზე და ვუთმობ იმდენ დროს, რამდენიც სჭირდება მას, ხოლო სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მუდმივად ვპასუხობ მათ ზარებს.“
ალბინა ქაჯაია
ალბინა ქაჯაიაექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
(კლინიკა „ტოტალ შარმი“, დერტმატო-კოსმეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი)

ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი (კლინიკა „ტოტალ შარმი“, დერტმატო-კოსმეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი)

„მოწოდებით ექიმი, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული – ყოველთვის გამოირჩევა საკუთარი საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით.“

ანა მალაზონია
ანა მალაზონიაექიმი- ენდოკრინოლოგი
(ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი)

ექიმი- ენდოკრინოლოგი (ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი)

„ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ადამიანის მოწოდებაა, რომელიც შენგან ითხოვს მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ, გაკისრებს უზომოდ დიდ პასუხისმგებლობას და ხშირ შემთხვევაში კენწერო არ აქვს, რომელიც „გატკბილდების.“

თამარ ზერეკიძე
თამარ ზერეკიძეექიმი- ენდოკრინოლოგი
(ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი)

ექიმი- ენდოკრინოლოგი (ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი)

„ჰოლიზმის, ანუ მდგომარეობის მთლიანად შეფასების, გარეშე პაციენტის მართვა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარეობს სწორი დიაგნოზი, სწორი დანიშნულება და სწორი პრიორიტეტების დასახვა. შედეგად კი ვიღებთ კმაყოფილ, გამოჯანმრთელებულ ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულ პაციენტს.“

ბესიკ ზენაიშვილი
ბესიკ ზენაიშვილიექიმი- პედიატრი
(თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

ექიმი- პედიატრი (თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

„ექიმს აბარია ის, რაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისათვის – სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ჩვენ, ექიმები ვგრძნობთ და შევიცნობთ სხვა ადამიანებს, მათ განწყობას, შინაგან სამყაროს, ავადმყოფის წუხილსა თუ ტკივილს არა მარტო ფიზიკურს არამედ სულიერსაც.“

გალერეა

კანდიდატურის წარდგენის წესი

საპრიზო კონკურსში, შესაძლოა, ნომინირდეს ახალგაზრდა ექიმი, რომლის პირადი და პროფესიონალური საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები შეესაბამება კონკურსის პირობებს და ზოგადად, მისთვის დამახასიათებელია:

1. სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის სურვილი, როგორც პიროვნული

2. ცოდნის გაღრმავებისკენ მისწრაფება პროფესიულ საქმიანობასა და ცხოვრებაში.

3. მზაობა პროფესიულ საქმიანობაში პასუხისმგებლობის აღებისადმი

4. პაციენტებთან გრძელვადიანი, ნდობით არჭურვილი ურთიერტობის დამყარების

5. პაციენტების მკურნალობისას ჰოლისტური მეთოდის გამოყენება

6. ჯანმრთელობის საქმეში ვოლუნტარული ქმედების უნარი და სურვილი

7. გრძელვადიან  შედეგზე ორიენტირებულობა,  ადამიანის ჭეშმარიტად განკურნების

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და ექიმთა კოლექტივსებს. შესაძლებელია კონკურსში კანდიდატურაზე საკუთარი თავის წარდგენაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე სააპლიკაციო ფორმების ველში.

აპლიკანტის წარდგენის შესახებ მასალები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე premia@therapia.ge გაგზავნის სათაურში უნდა მიეთითოს პრემია – „ღირსების გზა 2018“. პრემიის მაძიებელთა შესახებ მასალების მოწოდების საბოლოო ვადაა 1 ნოემბერი 2018წ. გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 1 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში.

პრემიის იდეა და ორგანიზატორები

საქართველო განვითარებადი სახელმწიფოა და მსოფლიო ასპარეზზე, მისი წარმოჩენა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებით, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების გვერდით, როგორიც არაერთი მაღალ-განვითარებული ქვეყანაა

სრულად

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ქ. თბილისი ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 38

ტელ: 0322 15 91 15

ელ-ფოსტა: premia@therapia.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე