ბესიკ შამუგია
ბესიკ შამუგიასამედიციონო პრემია "ღირსების გზის" დამფუძნებელი

ძვირფასო მკითხველო, პატივცემულო კოლეგებო!

მსურს მოგესალმოთ და გაგაცნოთ ჩემი სურვილები და ამოცანები პრემიის - "ღირსები გზის“ შესახებ.

პრემია მხოლოდ პრემია როდია, როდესაც ჩვენს ქვეყანას და ზოგადად მსოფლიოში ჩვენი პროფესია უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, სირთულეები, ამოცანები და მიდგომები - პირდაპირ გადის ჩვენს პროფესიულ გზაზე და ზოგჯერ წარმოქმნის სირთულეს, ზოგჯერ კი პირიქით გვაძლევს მოტივაციას, ავიმაღლოთ ჩვენი კვალიფიციური მიდგომები კონკრეტული პროფესიული მიმართულებებისადმი.

სწორედ აქედან გამომდინარე, წლებია, მქონდა სურვილი ჩემს სამშობლოში დამეფუძნებინა საზოგადოებრივი პრემია, რომელიც ჩვენი პროფესიის ადამიანებისათვის, 40 წლამდე ექიმებისთვის გახდებოდა მოტივაცია, მეტი ენერგიით და შემართებით ეკეთებინათ საქმე, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემსახურება.

პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა შემოქმედებით განვითარებას, მოახდინოს ინოვაციური პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, შემდგომი სამედიცინო საქმიანობის წინსვლისთვის.

ჩვენ ყოველგვარი ჯილდოს გარეშეც არ გვავიწყდება ჩვენი მისია, ძალიან ხშირად შეუძლებელიც შესაძლებლად გვიქცევია, თუმცა დამეთანხმებით, სასიამოვნოა, როდესაც თავდაუზოგავი შრომისთვის მეტ სტიმულს გაძლევენ.

მადლიერი პაციენტი - ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია ექიმისთვის, ჩვენი მათდამი თბილი დამოკიდებულება ქმნის პოზიტიურ ფონს და აადვილებს კონკრეტული დაავადების გადალახვას, დაძლევას.

მსურს უფრო კონკრეტული ამოცანა დავსახო, რომელიც იმედი მაქვს, იქნება ყველასთვის მისაღები. ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად ირჩევა ჟიური, რომელიც მედიცინის ავტორიტეტულ მუშაკებს აერთიანებს, თქვენს ასპარეზზს და პროფესიულ კომპეტენციას სწორედ ეს ადმამიანები შეარჩევენ, მოხდება თქვენი თითოეული მიღწევის გაანალიზება და შეფასება.

როგორც ყოველთვის, ბოლო რამდენიმე დღით ადრე ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ჟიურის წევრები ახსნიან რა კრიტერიუმით და რა მიდგომით მოხდა პრეტედენტების შერჩევა.

ჩვენთვის ძირითადი მამოძრავებელი პაციენტი და მისი მდგომარეობაა, ამიტომ ჟიურის გარეშე იქნება ერთი ნომინაცია - ხალხის რჩეული, რომლის ფარგლებში ექიმის დასახელება სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდება. ამ ნომინაციაში სწორედ ხალხის მიერ რჩეული ექიმი დაჯილდოვდება.

გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებ, ჩვენი ეს წამოწყება გახდება ერთობის და პროფესიული ზეიმის დღე.


პატივისცემით

© ღირსების გზა 2019 - ყველა უფლება დაცულია

Please publish modules in offcanvas position.